1. პროექტის სახელი: „ატმოსფეროს დაცვა დამაბინძურებლებისგან თბილისში”.
2. პროექტის მოკლე აღწერა:
ატმოსფეროს
მთავარი დამაბინძურებლების დადგენა, შესწავლა და მათი გადაჭრის გზები.
3. პროექტის სრული აღწერა –
მოსწავლეები
იყოფიან ჯგუფებად და ირჩევენ ქალაქის უბნებს, სადაც უნდა შეისწავლონ და აღწერონ ატმოსფეროს მდგომარეობა და მთავარი
დამაბინძურებლები.პროექტზე მუშაობას ვიწყებ მთელ კლასთან მინილექციით ატმოსფეროს დამაბინძურებლები და მათთან ბრძოლის
გზები. შევახსენებ ატმოსფეროს მნიშვნელობას პლანეტისათვის და მისი დაცვის
აუცილებლობას.
4. მონაწილეთა ასაკი –14 წ.
5. ხანგრძლივობა –3 – 4 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
ინტერვიუები, ინტერნეტი, კვლევის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა.
7. მოსალოდნელი შედეგები –მოძიებულ
მასალას დაურთონ შესაბამისი ფაქტები, არგუმენტები, ვიდეო და ფოტომასალა და მოამზადონ
პრეზენტაცია.
8. სამუშაო ენა –
ქართული
9. სარგებელი სხვებისთვის – მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას რა ეკოლოგიური საფრთხის
წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქალაქი, თუ ხელისუფლებამ და თითოეულ ჩვენგანმა არ გაითავისა
ატმოსფეროს სისუფთავეზე ზრუნვა, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც ნიშნავს.
10. საგნებთან/ ეროვ. სასწავლო გეგმ. კავშირი ––ბიოლოგია,
ქიმია.
11. პროექტის ავტორი: ნუნუ მენთეშაშვილი
12. ავტორის ელ .ფოსტა: nunumenteshashvili@gmail.com
13. პროექტის ბლოგი: http://nunumenteshashvili2017.blogspot.com/
No comments:
Post a Comment