მასწავლებელი
|
ნუნუ მენთეშაშვილი
|
საგანი
|
საქართველოს გეოგრაფია
|
კლასი |
საბაზო, IX კლასი |
გაკვეთილის მთავარი თემა
|
საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა |
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე
მოსწავლეები (შეზღუდული შესაძლებლობის,სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი ბავშვები,რომლებისთვისაც
სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია) კლასში არ არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
გეო IX.1
მოსწავლეს
შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები,გრაფიკები,ცხრილები,დიაგრამები
და სხვა) დამარებით დაახასიათოს ადგილი,მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
|
შეფასება და თვითშეფასება
|
განმსაზღვრელი
(დანართი 1) და განმავითარებელი (მასწავლებლის ზეპირი კომენტარი ჯგუფური მუშაობის
პროცესში).
|
სასწავლო მასალა და რესურსები
|
სახელმძღვანელო, საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული
დაყოფის რუკა, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რუკა, კონტურული რუკა,
ფურცლები, კალამი, ფერადი ფანქრები, სახაზავი, საშლელი, დაფა, ცარცი. ინტერნეტი
|
აქტივობა I
|
გონებრივი იერიში
დრო - 5-7 წთ.
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
|
აქტივობის აღწერა
|
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ
რა იციან საქართველოს ისტორიული კუთხეების შესახებ.
რომელ მხარეში (კუთხეში) ისურვებდნენ დასვენებას.
სავარაუდო პასუხები ფიქსირდება დაფაზე.
|
აქტივობა II
|
მუშაობა ტექსტსა და თვალსაჩინოებაზე
დრო - 20 წთ
ორგანიზების ფორმა - ჯგუფური
|
აქტივობის აღწერა
|
კლასი იყოფა ჯგუფებად. ყველა ჯგუფი ეცნობა
ტექსტს. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება.
პირველი ჯგუფი - შეადარონ ტერიტორიულ-ადმინისტრაციული
ერთეულებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების საზღვრები, დაადგინონ მსგავსება-განსხვავება,
მოპოვებული ინფორმაციით შექმნან ვენის დიაგრამა.
მეორე ჯგუფი - ამუშავებს ინფორმაციას სამხარეო
ერთეულის ფართობებსა და მოსახლეობის რაოდენობაზე. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე
აგებენ სვეტოვან დიაგრამას.
მესამე ჯგუფი - გამოყოფს მოსახლეობითა და ფართობით სამ უდიდეს და სამ უმცირეს
მხარეს, ადგენს ცხრილს, ქმნის კონტურულ რუკას.
მეოთხე ჯგუფი - ეცნობა საქართველოს მხარეებისა
და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის რუკებს და შესაბამისად ქმნის კონტურულ რუკებს.
მეხუთე ჯგუფი - რუკის მიხედვით მოიძიებს ინფორმაციას
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური
აღმოჩენების, ციხეკოშკების, ციხესიმაგრეების, კლდეში ნაკვეთი ქალაქების შესახებ.
ინფორმაციას შეუსაბამებს საქართველოს სამხარეო ერთეულებს და შექმნის ცხრილს.
|
აქტივობა III
|
პრეზენტაცია
დრო - 15 წთ
ორგანიზების ფორმა - ჯგუფური
|
აქტივობის აღწერა
_________________________
საშინაო დავალება
|
თითოეული ჯგუფის ერთი მონაწილე კლასის წინაშე
წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს.
3-5 წთ.მოიძიონ ინფორმაცია საკუთარი მხარის შესახებ.
განსაზღვრონ
მისი ადგილი საქართველოს მხარეებს შორის
ფართობისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment